Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვერ იქნება ჩვენი სახელმწიფო სრულყოფილი, თუ ამგვარი პოლიტიკური ერთეული იარსებებს პოლიტიკურ სივრცეში – მიხეილ ყაველაშვილი ნაციონალური მოძრაობის გასამართლებაზე

მარშალ პრესი 19/08/2024
mikheil kavelashvili

„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი ნაციონალური მოძრაობის გასამართლების მოთხოვნას არგუმენტებით ხსნის და აცხადებს, რომ ძალას, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, არ აქვს უფლება იარსებოს პოლიტიკურ ველზე.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როცა კომენტარი გააკეთა „ხალხის ძალის“ მიერ დღეს გავრცელებულ წერილზე.

მიხეილ ყაველაშვილი აუცილებლად მიიჩნევს გამოძიების ჩატარებას და იმედოვნებს, რომ გასამართლების შემდეგ, სასამართლო ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს ფარდას ახდის.

„იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. ეს ძალა [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] ერთხელ და სამუდამოდ ისეთი დანაშაულებისთვის, როგორებიცაა ბიზნესების წართმევა, პატიმრების წამება და გაუპატიურება, უდანაშაულო ახალგაზრდების ქუჩაში ჩახოცვა და სხვა უამრავი, რაც მათი ხელისუფლების დროს მოხდა, უნდა გასამართლდეს. ვერ იქნება ჩვენი სახელმწიფო სრულყოფილი, თუ ამგვარი პოლიტიკური ერთეული იარსებებს პოლიტიკურ სივრცეში და აუცილებელია გამოძიება,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Continue Reading

Previous: საქართველოს მთავრობის ცნობით, 2024 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა
Next: ვიდრე არ მოხდება „ნაცმოძრაობის“, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება, მანამდე ქართული სახელმწიფო ვერ დაისვენებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025