Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური – ქართულმა პოლიციამ ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა

მარშალ პრესი 31/05/2022
ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღისადმი
მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ხაზგასმით აღნიშნა
სამინისტროს მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის
მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

„ქართულმა პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებმა,
წარმატებულმა პროექტებმა ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის
განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა“, – განაცხადა
შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურმა საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის, აღმოჩენილი
უმნიშვნელოვანესი დახმარებისა და ღირსეული პარტნიორობისთვის მადლობა
გადაუხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით განაგრძობს ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების
შესრულებას.  ღონისძიებას ესწრებიან და სხვადასხვა ქვეყნიდან თვალს
ადევნებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. თქვენ წლების განმავლობაში ხელს
უწყობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას. შინაგან
საქმეთა სამინისტროს და ქართული პოლიციის სახელით, მადლობას გიხდით ჩვენი
მხარდაჭერისთვის, აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დახმარებისა და ღირსეული
პარტნიორობისთვის“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

Continue Reading

Previous: რუსთავის ცენტრალურ პარკში საფესტივალო სივრცე „ოქსიგენი“ გაიხსნა
Next: ვახტანგ გომელაური – ჩვენი ქვეყნის ყველა პოლიციელს მადლობა ქვეყანაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის, მადლობა საქართველოს ერთგული სამსახურისთვის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025