Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამხედრო მოსამსახურეებმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

მარშალ პრესი 18/08/2024
05

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. დღეს მას 40 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, თანამებრძოლებმა, მისივე სახელობის სერჟანტთა აკადემიისა და მეოთხე ქვეითი ბრიგადის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს, მათ გმირის საფლავი გვირვინით შეამკეს და გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ.

მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. 9 აგვისტოს ის მოწინააღმდეგე მხარეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

Post navigation

Previous: NED-ის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებული ცრუ ინფორმაცია სწორედ იმ დეზინფორმაციული და ფეიკ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ადგილი ჰქონდა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით
Next: OCCRP-ის „ჟურნალისტურ გამოძიებაში“ ბიძინა ივანიშვილისთვის ჩირქის მოცხებაზე იყო საუბარი, ამას აჰყვა ე.წ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – ორივე ორგანიზაციის დამფინანსებელი არის NED-ი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.