Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

NED აფინანსებს “საგამოძიებო” მედია OCCRP-ს, ასევე “საერთაშორისო გამჭვირვალობას”, რომელთა სახელით ყალბი სტატია გამოაქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის “რუსულ ქონებაზე”

მარშალ პრესი 18/08/2024
ned

დემოკრატიის ეროვნული ფონდი” (NED) აფინანსებს “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტს” (OCCRP) და “საერთაშორისო გამჭვირვალობას”, რომელთა სახელით ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის “რუსულ ქონებაზე” ყალბი სტატია გამოქვეყნდა. ინფორმაცია ამის თაობაზე, თავად ორგანიზაციების ვებგვერდებზეა განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ NED-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვრცელი სტატია გამოაქვეყნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც საუბარია, თუ რას წარმოადგენს და რეალურად რა საქმიანობას ეწევა აღნიშნული ორგანიზაცია.

ჩინეთის საგარეო უწყების სტატიაში ნათქვამია, რომ NED-ი მოქმედებს, როგორც აშშ-ის ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები“, ის დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური ინფილტრაციით.

ამავე სტატიაში, NED-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, მოყვანილია ამერიკელი ავტორების სტატიებიც. მაგალითად, 2021 წლის სექტემბერში რეპორტიორმა სტივენ კინზერმა გამოაქვეყნა სტატიები, სადაც ნათქვამია, რომ NED-ი თანამშრომლობს CIA-სა და USAID-თან, რათა მხარი დაუჭიროს ამბოხებულებს სხვა ქვეყნებში, იმ რეჟიმების დასამხობად, რომლებიც აშშ-ს არ მოსწონს. ავტორი აცხადებს, რომ “NED-ის მისიაა, დაამხოს არამეგობრული უცხო ქვეყნების მთავრობები და ხელისუფლებაში მოიყვანოს რეჟიმები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება ამერიკის ინტერესებს.”

Post navigation

Previous: სწორედ გიორგი ანწუხელიძეზე, მისნაირ მამაც სამხედროებსა და გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დიდება გმირებს!
Next: თუშეთში გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.