Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უნიჭო ნაცსექტა კვლავ ვითომ ამუნათებს ბიძინა ივანიშვილს

მარშალ პრესი 17/08/2024
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ OCCRP-ს დოკუმენტს ეხმიანება.

როგორც აბაშიძე წერს, „უნიჭო ნაცსექტის “ჭრიალა არღანი” კვლავ ვითომ ამუნათებს ბიძინა ივანიშვილს ამჯერად არარსებული ქონების გადაფორმებაზე რუსეთში.

მისივე თქმით, რადიკალთა ეს შაპიტო-სცენარი ოცნებად რჩება, ხოლო საქართველოს ამ ორომტრიალიდან გაყვანის პოლიტიკურ მესაჭედ კი კვლავ “ქართული ოცნების” ხელისუფლება იქნება.

„უნიჭო ნაცსექტის “ჭრიალა არღანი” კვლავ ვითომ ამუნათებს ბიძინა ივანიშვილს ამჯერად არარსებული ქონების გადაფორმებაზე რუსეთში. სასაცილოა, რომ ნაცვასალი ხელისუფლების მომხრე “გლობალური ომის პარტია” პროპაგანდაში ფსონს დებს კოლექტიურ ეკა გიგაურებზე და სხვა უსახურ ე.წ. “ენჯეოშნიკებზე”, რომელთა სიტყვის ფასი დიდი ხანია ნულჯამოვან სიბრტყეშია.

გრანტების მონა ნაცმანქურთებს “მესიჯბოქსიც” არეული აქვთ ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის ვითომ დისკრედიტაციაში და როგორ ექნებათ თუნდაც სწორხაზოვანი “შავი პიარი”, როცა მისი აღმსრულებლების თვალსაწიერი უკიდურესად შეზღუდული და დასაცინია?..

კიდევ უფრო კომედიურია ის, რომ ცალკეული დასავლელი აქტორები და მათი მარიონეტი ფსევდო-პრეზიდენტი ზურაბიშვილი მაინც გეგმავენ ნაცოპოზიციის გამარჯვების შემდეგ რაღაც “სახლობანას” ტიპის ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნას, სადაც “მინისტრები” კოლექტიური კაპიტანი გიგაურები, ლომჯარიები,

მეტროსადგურის სახელწოდების [და არა თავისუფლებისთვის მებრძოლი] “პარტიის” ლუზერები იქნებიან, რომლებიც უცხოელ პატრონთა დაკვეთებს ასკინკილით აღასრულებენ. რადიკალთა ეს შაპიტო-სცენარი ოცნებად რჩება, ხოლო საქართველოს ამ ორომტრიალიდან გაყვანის პოლიტიკურ მესაჭედ კი კვლავ “ქართული ოცნების” ხელისუფლება იქნება.

თან როგორი მოშლილია ე.წ. სტრატეგიული გათვლებიც ფსევდო-მეგობრებში, ტოტალური ინტელექტუალური კრიზისი აქვთ.“-წერს გია აბაშიძე facebook-ზე.

Post navigation

Previous: როცა იქნება გამჭვირვალობა, აღარ იქნება საფრთხე და სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, აფინანსებს თუ არა NED-ი სხვადასხვა არასამთავრობოებს, მათ შორის, არაკონსტიტუციური მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად, როგორც ამას ISFED-ის შემთხვევაში აკეთებდა
Next: რუსული საქმე არის ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინა – 2008 წლიდან, დაახლოებით 14-16 წლის თავზე, მათ ეს მცდელობები კიდევ ახლიდან წამოიწყეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.