Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიულ მაქსიმუმი დააფიქსირა და 11- წლიანი პროგრესით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა

მარშალ პრესი 17/08/2024
VDEM

ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიულ მაქსიმუმი დააფიქსირა და 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ინდექსის მიხედვით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-იანი სისტემით 81,5% დაიმსახურა.

ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ინდექსი განიმარტება, როგორც „სახელმწიფო ინსტიტუტების უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიონ მთავრობას ინფორმაციის მოთხოვნით, თანამდებობის პირების დაკითხვით და არასათანადო ქცევის დასჯის გზით. ანგარიშვალდებულების ეს ფორმა უზრუნველყოფს კონტროლს ინსტიტუტებს შორის და ხელს უშლის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. მთავრობის ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების ძირითადი მოქმედი სუბიექტებია: საკანონმდებლო ორგანო; სასამართლო სისტემა; და კონკრეტული ზედამხედველობის უწყებები, როგორიცაა ომბუდსმენები, პროკურორები და გენერალური კონტროლიორები“.

2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა. საქართველო 2012 წელს მსოფლიო რეიტინგში 107-ე ადგილს იკავებდა. შემდგომ 11 წლიან პერიოდში საქართველო მსოფლიო რეიტინგში 49 ადგილით დაწინაურდა.

2023 წლის შედეგებით საქართველო ნატოს და ევროკავშირის წევრ ჯამში 9 სახელმწიფოს და სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანას : საბერძნეთს, რუმინეთს, მალტას, კვიპროსს, უნგრეთს თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ალბანეთს, სინგაპურს და ა.შ.
„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.

მისი სათავო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.

პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონული მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.

ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.

Post navigation

Previous: ეს გამოძიება საქართველოს ინტერესებში შედის – ნანა კაკაბაძე 2008 წლის აგვისტოს ომზე
Next: NED-მა საქართველოში 21-ე საუკუნის დასაწყისში დააფინანსა სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება, რათა მოეწყო დემონსტრაციები ქვეყნის დედაქალაქ თბილისში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.