IMG.GE IMG.GE

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი – „კურიერი” თენგო ბარბაქაძის ჩვენებას ასაჯაროვებს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საბედისწერო ღამის შესახებ ყვება.

თენგო ბარბაქაძის ჩვენება:

„23:30 საათი მე ვიყავი გასული უკანა მხარეს აივანზე სადაც ვეწეოდი სიგარეტს, რა დროსაც ეზოს წინა მხრიდან შემომესმა ანას ყვირილის ხმა, რაზედაც მე გამოვედი ეზოში. სანამ ეზოში გამოვიდოდი მე გამოვიარე ის ოთახი, სადაც ჩვენ ვქეიფობდით და დავინახე, რომ იქ ისხდნენ გიორგი შაქარაშვილი და კიდევ რომელიღაცა მისი მეგობარი, რომელიც ზუსტად არ მახსოვს ვინ იყო და, ასევე, იყვნენ ანას მეგობარი გოგონები. მე რომ გამოვედი გარეთ, ეზოში დავინახე, რომ ჩემი მეგობრები ნიკა ხეჩოშვილი და ვახო ჩიქოვანი შუაში ყავდათ მომწყვდეული საბა ჩხარტიშვილს, გიორგი ქათამაძეს, ვახტანგ ახვლედიანს, ირაკლი წაქაძეს და ზურაბ გოგინაშვილს, რომლებიც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ნიკა ხეჩოშვილს და ვახო ჩიქოვანს და ურტყამდნენ კრამიტებს“.

 

წყარო: „კურიერი“

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება