Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საარჩევნოდ, პარტიებს ნომრები მიენიჭა

მარშალ პრესი 16/08/2024
cesko

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა  დღევანდელ სხდომაზე გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი  ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურებისთვის. სხდომას ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ.
საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები ცესკომ როგორც წილისყრით, ისე შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში (არაუგვიანეს 17 ივლისი) წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრა.

საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:
№1 – „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი”;
№2 – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”;
№3 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია”;
№4 – „ახალი ერთობა გვარამია მელია”;
№5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
№6 – „საქართველოს ევროპელი დემოკრატები”;
№7 – „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები”;
№8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
№9 – „ლელო საქართველოსთვის”;
№10 – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”;
№11 – „საქართველოს რესპუბლიკური პარტია”;
№12 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო”;
№13 – „საქართველოს სოციალ – დემოკრატიული პარტია”;
№14 – „მესამე გზა”;
№15 – „სამართლიანობისთვის”;
№16 – „შეცვალე საქართველო”;
№17 – „საქართველო”;
№18 – „პროგრესი და თავისუფლება”;
№19 – „დემოკრატთა ალიანსი”;
№20 – „თავისუფალი საქართველო”;
№21 – „ტრიბუნა”;
№22 – „კანონი და სამართალი”;
№23 – „თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა”;
№24 – „მწვანეთა პარტია”;
№25 – „გახარია საქართველოსთვის”;
№26 – „მემარცხენე ალიანსი”;
№27 – „ქართველ ერთობა”;
№36 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი”;
№41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”;
№48 – „ანა დოლიძე – ხალხისთვის”.

Post navigation

Previous: ისეთივე რუსულია ეს გამოძიება, როგორი რუსულიც იყო „გამჭვირვალობის კანონი“ – მამუკა მდინარაძე 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიებაზე
Next: დავით გამყრელიძე და სალომე ზურაბიშვილი ძალიან აქტიურები იყვნენ, მერე აღმოჩნდა, რომ თურმე, ვაჭრობდნენ ჩვენს ზურგს უკან სააკაშვილთან სხვადასხვა საკითხზე, მანდატების დამატებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.