Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შესაძლოა, რამდენიმე აგენტურულმა ნაცურმა პარტიამ გადალახოს ბარიერი, რაც არის კატასტროფა. საქართველოს ღირსეულ წინსვლას ევროპისკენ ეს არ გამოადგება

მარშალ პრესი 16/08/2024
MAMUKA MDINARADZE

ეს არ არის ის მონაცემი, რომლითაც მე პირადად, ან „ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერი დამშვიდდებოდა. პირიქით, იქ არის მონაცემები, რომ შესაძლოა მართლაც რამდენიმე აგენტურულმა ნაცურმა პარტიამ გადალახოს ბარიერი, რაც არის კატასტროფა. საქართველოს ღირსეულ წინსვლას ევროპისკენ ეს არ გამოადგება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ GORBI-ის კვლევასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, აუცილებელია არჩევნებზე ყველა მოქალაქე მივიდეს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია, იმისთვის, რომ რადიკალურმა ჯგუფებმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლონ და „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს.

„შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, ჩემი ემოცია, როდესაც პირველად „გორბის“ კვლევა ვნახე იყო ის, რომ ამდენმა აგენტურულმა პარტიამ ბარიერი ვერ უნდა გადალახოს. ეს იქნება კატასტროფა პირდაპირ გეუბნებით. ბევრ კვლევაში ამოდის ხოლმე ასეთი მონაცემი, ერთ დეტალს გაგიმხელთ, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის 80% არის მოტივირებული არჩევნებზე მივიდეს. 20% ძალიან ბევრჯერ ამოდის ხოლმე, რომ არჩევნებზე არ მიდის.

თუ ეს 20% ანუ ყოველი მეხუთე ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ შესაძლოა არ მივიდეს, ეს ცალკე კატასტროფა იქნება და ამას ძალიან ცუდი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის რესურსი გვაქვს, მაგრამ ამ შანსს მოკლავს, პირდაპირ ვამბობ, ყოველი მეხუთე ამომრჩევლის არმისვლა. ამიტომ ქუდზე კაცი უნდა მივიდეს და ეს უზრუნველყოფს, რომ იმ პარტიებს, რომლებიც ეპოტინებიან ახლა საარჩევნო ბარიერს, შანსი გამოეცლებათ, რომ ბარიერი გადალახოს და ჩვენ შანსი მოგვეცემა საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ და მაგალითად ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი კი არ მივიღოთ მხოლოდ, რასაც შემოდგომაზე გავაკეთებთ, არამედ კონსტიტუციითაც გავამყაროთ ეს ყველაფერი.

ამიტომ ეს არ არის ის მონაცემი, რომლითაც მე პირადად, ან „ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერი დამშვიდდებოდა. პირიქით, იქ არის მონაცემები, რომ შესაძლოა მართლაც რამდენიმე აგენტურულმა ნაცურმა პარტიამ გადალახოს ბარიერი, რაც არის კატასტროფა. საქართველოს ღირსეულ წინსვლას ევროპისკენ ეს არ გამოადგება. ამიტომ ქუდზე კაცი არჩევნებზე, რომ ერთი მხრივ ამ აგენტმა პარტიებმა ვერ გადალახონ საარჩევნო ბარიერი. და მეორე, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ პოზიტიურისკენ კიდევ უფრო შეიცვალოს ქვეყნის ისტორია. სულიერი და ფიზიკური გადარჩენის უპირველესი და უპირატესი ამოცანა აღსრულდეს და შემდეგ განვაგრძოთ ღირსეული სვლა ევროპისკენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა
Next: იუსტიციის სახლთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.