Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმში ქართულ სახლს ეწვია

მარშალ პრესი 31/05/2022
ქართული სახლი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმში ქართულ სახლს ეწვია. მთავრობის მეთაურს, დელეგაციის წევრებთან ერთად, იღუმენია ევგენიამ უმასპინძლა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იერუსალიმში მდებარე, წმინდა ილია და ენუქის სახელობის ქართულ სახლში ქართველი მონაზვნები ცხოვრობენ და საქმიანობენ. იღუმენია ევგენიამ პრემიერ-მინისტრს ქართული სახლი და მასში განთავსებული სამლოცველო დაათვალიერებინა.

იღუმენია ევგენიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა გადაწყვეტილებისთვის, რომლის თანახმად გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო. შედეგად, იერუსალიმში არსებულმა ქართულმა სახლმა, ქალაქ ლოდში მოქმედმა წმინდა გიორგის სახელობის ქართულმა სახლმა და ბეთლემში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ქართულმა სახლმა წლების განმავლობაში დაგროვებული დავალიანების გადახდა შეძლეს.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქმა ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენითა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა
Next: საქართველოს რკინიგზა 1-ელ ივნისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.