Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საზოგადოება „ქართულმა“ ლადო ასათიანის სახელობის პრემია დააარსა

მარშალ პრესი 16/08/2024
sazogadoeba qartuli

ლადო ასათიანის სახელობის პრემიის გამარჯვებულს საზოგადოება „ქართული“ საქართველოს მწერალთა კავშირთან ერთად გამოავლენს. პრემია ახალგაზრდა პოეტებისთვისაა განკუთვნილი.

წელს იგი გამარჯვებულს 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებისა და სოხუმის დაცემის დღეს, პატრიოტული თემატიკისადმი მიძღვნილი ახალი ლექსებისთვის გადაეცემა.

2024 წლის 23 ივნისს, ლადო ასათიანის გარდაცვალების დღეს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საზოგადოება ,,ქართულმა’’ გამოთქვა სურვილი, გარკველი წვლილი შეეტანა დიდი პოეტის შემოქმედების უკვდავყოფაში. ამ მიზნით, ახლახან საზოგადოება ქართულმა ლადო ასათიანის სახელობის პრემია დააარსა.

„ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ ხელს შევუწყობდით დიდი პოეტის შემოქმედების პოპულარიზაციის საქმეს. მისი სახელობის პრემიის დაარსება პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით“,- აღნიშნა საზოგადოება ქართულის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.

საზოგადოება #ქართული მიზნად ისახავს სახელმწიფო, ადგილობრივ, საზოგადოებრივ და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობით ღირსეული პატივი მიაგოს გამოჩენილ მამულიშვილთა ხსოვნას“,- განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, აკადემიკოსმა ვალერი ასათიანმა.

Post navigation

Previous: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც ქართველ ჯარისკაცებს აბრალებდა ომის დანაშაულს – ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს
Next: საქართველო გამოხატვის თავისუფლების ინდექსით მსოფლიოს 50 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა, 11 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში მე-9 ადგილზეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.