Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გორბის კვლევაში, „ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგი ლოგიკურია და საზოგადოების განწყობას ასახავს, ოპოზიციას კი ზუსტ დიაგნოზს უსვამს – ოპოზიციის ლეთარგიული ძილი გრძელდება

მარშალ პრესი 15/08/2024
davit chikhelidze

გორბის მიერ ჩატარებული კვლევაში მკაფიოდ ჩანს ქართველი ხალხის ნება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს! ქართველი ამომრჩეველი მკაფიოდ ამბობს, რომ მშვიდობას/განვითარებას ალტერნატივა არ აქვს, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, „გორბის“ კვლევები ყოველთვის მაღალი სიზუსტით გამოირჩევა, რასაც 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებამდე ჩატარებული კვლევის და საბოლოო შედეგებს შორის დაფიქსირებული მცირე ცდომილებაც ადასტურებს. „გორბის მიერ ჩატარებული კვლევაში მკაფიოდ ჩანს ქართველი ხალხის ნება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს! ქართველი ამომრჩეველი მკაფიოდ ამბობს, რომ მშვიდობას/განვითარებას ალტერნატივა არ აქვს, მმართველი გუნდი სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს, რაც ოპოზიციის და პარტნიორად წოდებული სახელმწიფოების იმედგაცრუებას იწვევს.

გორბის კვლევის ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს, მისი კვლევა ყოველთვის მაღალი სიზუსტით გამოირჩევა რაც ჩემში მათ მიერ ჩატარებული კვლევებისადმი სანდოობას ზრდის, მაგალითისთვის შეგახსენებთ, რომ 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებამდე ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც გორბიმ ჩაატარა ქართულ ოცნებას ხმას, ამომრჩევლის 47,2% აძლევდა. არჩევნების საბოლოო შედეგი კი 46,75% იყო. როგორც წესი მსგავსი ტიპის კვლევების ცდომილება 2-3% არის, აღნიშნულ შემთხვევაში ცდომილებამ დაახლოებით 0,5% შეადგინა, რაც გორბის მაღალ პროფესიონალიზმს და კომპეტენტურობას ადასტურებს. გორბის კვლევაში, ქართული ოცნების მაღალი რეიტინგი სრულიად ლოგიკურია და საზოგადოების განწყობას ასახავს, ოპოზიციას კი ზუსტ დიაგნოზს უსვამს, ოპოზიციის ლეთარგიული ძილი გრძელდება.“ – წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ და არ იყოს მუდმივად ერთგვარ რევოლუციის მცდელობის რეჟიმში
Next: “გორბის” ბოლო კვლევის მიხედვით, “ქართული ოცნება” ტრიუმფალურად იმარჯვებს, ხოლო “ნაცების” ნამცეცები რჩებიან პოლიტიკურ წუმპეში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.