Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გორნინის ვაჟი ლონდონში ფინანსებს განაგებს – ეჭვი მეპარება „ჰელსინკის კომისიამ” ამჯერად რეალურ „შავ ხვრელებზე” ატეხოს განგაში, რადგან მათი სპეციალიზაცია მხოლოდ „ფეიკებია“

მარშალ პრესი 15/08/2024
david kartvelishvili

„ფულს განა მარტო აქ არ აქვს სუნი – საიდანაც მორალი, ზნეობა, ქრისტე განდევნილია, მას სუნი არსად არა აქვს.“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გორნინის ვაჟი ლონდონში ფინანსებს განაგებს, თუმცა საეჭვოა, რომ „ჰელსინკის კომისიამ” ამჯერად რეალურ „შავ ხვრელებზე” ატეხოს განგაში, რადგან მათი სპეციალიზაცია მხოლოდ „ფეიკებია“.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ხმაურიანი კორუფციული (და არა მხოლოდ) სკანდალების გამო ახლად დანიშნული მინისტრ ბელოუსოვის ერთ-ერთი ახალი მოადგილე – ლეონიდ გორნინია. თავდაცვის სამინისტროში ის ფინანსებს განაგებს.

ლეონიდ გორნინის 31 წლის ვაჟი ედუარდი, ასევე, განაგებს ფინანსებს, ოღონდ – ლონდონში. ბრიტანეთის უპრესტიჟულეს უნივერსიტეტში, „ვესტმინსტერში” სწავლასთან ერთად, ედუარდმა სასწაულებრივად მოახერხა პარალელურად რუსი მილიარდერ პოტანინის „ნორნიკელში” ტოპ-თანამდებობაზე საქმიანობა.

ვინაიდან „ნორნიკელი” მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან, გამოდის, რომ მანდ „ხელების ჩაყოფას” უკვე მამაშვილური ტანდემი ახერხებს. მაგრამ, ესეც მაგრად „გვკიდია” (ალბათ), რომ არა უდავოდ ნიჭიერი ედუარდის კიდევ ერთი პარალელური და ერთდროული დასაქმება, ლონდონში ის კომპანია LONDON CONSULT-ს ხელმძღვანელობს.

კი ბატონო, ვიყოთ კორექტულები დეტალებთან – თავდაცვის სამინისტროში მამის დანიშვნის შემდეგ, ედუარდმა გაზაფხულის მიწურულს კომპანია LONDON CONSULT-ის ხელმძღვანელობა, ოფიციალურად, დოკუმენტურად, ბრიტანეთის კომერციულ რეესტრში შეტანილი შესაბამისი ცვლილების საფუძველზე, თავის კლასელს, იგორ მატროსოვს გადააბარა.

გადააბარა და ბრიტანეთში მამა-შვილ გორნინების, პოტანინის „ნორნიკელის”, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია LONDON CONSULT-ის ფულის სუნიც გაქრა. ლონდონის ნისლში აორთქლდა. არ ვიცი, მოქმედებს თუ არა ლონდონში „ჰელსინკის კომისიის” თუ „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის” (OCCRP) ფილიალები, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, მათ ამჯერად რეალურ „შავ ხვრელებზე” ატეხონ განგაში – მათი სპეციალიზაცია ხომ მხოლოდ „ფეიკებია“…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: გაერო-ს უშიშროების საბჭომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი დაგმო და შეშფოთება გამოთქვა
Next: GORBI -ის კვლევებით კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ ოპოზიციის „ომის პოლიტიკით” შეშინებული საზოგადოება ხმას მშვიდობას და სტაბილურობას აძლევს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025