საჩხერეში ლაშა ტალახაძისა და გიორგი ასანიძის სახელობის ოლიმპიური მონუმენტი დააზიანეს

432
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

საჩხერეში ცნობილი სპორტსმენების, ლაშა ტალახაძისა და გიორგი ასანიძის სახელობის ოლიმპიური მონუმენტი დააზიანეს.

ოლიმპიურ მონუმენტზე განთავსებულ ვარსკვლავებზე სპორტსმენების სახელები არის წაშლილი.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის, ბენიამინ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, მემორიალის განახლება იგეგმება.

„გვაქვს გეგმაში, განვაახლოთ ეს მემორიალი“, – განაცხადა შემთხვევასთან დაკავშირებით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა, ბენიამინ ფალავანდიშვილმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება