Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ დააკვირდეს დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც თავის მხრივ აყალბებდნენ საქართველოში არჩევნებს

მარშალ პრესი 12/08/2024
mamuka mdinaradze

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის სადამკვირვებლო კამპანიაში ჩართულობაზე საუბრობს, რომლის თქმითაც თითოეული ადამიანი უნდა იყოს დამკვირვებელი არჩევნებზე.
მამუკა მდინარაძის განცხადებით სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის პოსტს და ყველაზე აქტიური ოპოზიციონერია.
მისივე თქმით, მას სადამკვირვებლო საკითხები არ აწუხებს.

„სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის პოსტს და ყველაზე აქტიური ოპოზიციონერია. მარტივი ამბავია. არანაირი სადამკვირვებლო საკითხები მას არ აწუხებს და არანაირი რისკები ჩვენს არჩევნებს პრაქტიკულად არ ახლავს. რისკები ახლავს მაგალითად, ISFED-ს, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები კვლავ არ გააყალბონ და იმას დააკვირდეს, ერთი თვე არ დაგვიმალოს ISFED-მა სიმართლე, არჩევნების შემდეგ.

სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ დააკვირდეს დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც თავის მხრივ აყალბებდნენ საქართველოში არჩევნებს და ამ კარგი დაკვირვების შედეგად რა დასკვნებს გამოიტანს ეს იქნებ გვითხრას. თუმცა, არ გვეტყვის, რადგან თვითონაც თანამონაწილეა ამ აგენტურული გეგმების, რომელზეც დგას “ნაცმოძრაობის” გეგმები“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: ცესკოს თავმჯდომარე შაორის ბანაკის მონაწილეებს საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა
Next: პრემიერ-მინისტრი ალპინისტ არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025