Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული – ირაკლი კობახიძე აგვისტოს ომის დაწყების საქმეზე

მარშალ პრესი 12/08/2024
irakli kobakhidze

მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, რატომ აღიარა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დაწყება, რატომ მოაწერა ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 2008 წლის ომის გამოძიებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მომავალში ასეთი დანაშაული ვეღარავინ ჩაიდინოს.

„მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რატომ აღიარა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დაწყება. რატომ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, რატომ მოაწერა ხელი ტალიავინის დასკვნას, რომელიც ევროკავშირის დაკვეთით მომზადდა, რატომ მოაწერა ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა.

ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი. ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პროცესი, პროცედურები, რომლებიც აუცილებლად წარიმართება. ამ დანაშაულს არ შეიძლება, რომ არ გაეცეს პასუხი, დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული და დანაშაულზე საჭიროა შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, პრევენციის მიზნით.

თქვენ იცით, რომ ამ ადამიანებმა არა მარტო 2008 წელს მიიყვანეს ქვეყანა ომამდე, არამედ ისინი ცდილობდნენ, რომ ასევე გასული 2 წლის მანძილზე მიეყვანათ საქართველო ომამდე, მეორე ფრონტამდე. იყო მათი პირდაპირი მოწოდებები ომთან დაკავშირებით, სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, იყო მოწოდებები მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით.

ანუ, ეს ადამიანები მთელი ამ 2 წლის მანძილზე ცდილობდნენ იგივეს, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას 2008 წელს. ამ უმძიმესი დანაშაულის გამოძიება, ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მომავალში ასეთი დანაშაული ვეღარავინ ჩაიდინოს,“- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სთან, რასაც ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა, ჩვენი მხრიდან ნაბიჯები გადადგმულია და ველოდებით საპასუხო ნაბიჯებს
Next: სავარაუდოდ, დააწყვილებენ გახარიასა და ალასანიას ოქტომბრის არჩევნებზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025