Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, მარიონეტი, რასაც ჩასძახებენ იმას ამოსძახებს ხოლმე, ეს არის მისი ერთადერთი როლი და ფუნქცია

მარშალ პრესი 12/08/2024
irakli kobakhidze

აქტუალური არ არის სალომე ზურაბიშვილი, ის არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მარიონეტი, შესაბამისად, რასაც ჩასძახებენ იმას ამოსძახებს ხოლმე, ეს არის მისი ერთადერთი როლი და ფუნქცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ და არა საქართველოს პრეზიდენტი.

„საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია.

აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს აღიარებული, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი და მან თანამდებობა შეინარჩუნა მხოლოდ და მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ „ნაცმოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას, შესაბამისად, ამ მომენტიდან ის არის უკვე არა საქართველოს, არამედ რეალურად ის არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, ერთი მარტივი მარიონეტი, შესაბამისად, მის არავითარ სიტყვას და განცხადებას ფასი არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი სამშობლოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველთა ერთიანობისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდებისა და გმირობის უკვდავი მაგალითია
Next: მოვიგებთ კიდეც ჩვენს დიდგორს. როდესაც “ქვეითები” და “მხედრები” ზეციურ “მთავარსარდლობასთან” სრულ სინერგიაში იმყოფებიან – დიდგორი, ჩათვალეთ, მოგებულია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025