Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მივიღეთ გადაწყვეტილება ოლიმპიადის ყველა პრიზიორის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის შესახებ

მარშალ პრესი 12/08/2024
papuashvili-kobaxidze

პარიზის ოლიმპიადის ყველა პრიზიორს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“მივიღეთ გადაწყვეტილება ოლიმპიადის ყველა პრიზიორის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის შესახებ.

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური ჩემპიონები:

– ლაშა ტალახაძე, 3-გზის ოლიმპიური, 7-გზის მსოფლიოს და 7-გზის ევროპის ჩემპიონი;

– ლაშა ბექაური, 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი;
– გენო პეტრიაშვილი, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 2-გზის ჩემპიონი.

ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური პრიზიორები:

– ტატო გრიგალაშვილი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, 3-გზის მსოფლიოს და 3-გზის ევროპის ჩემპიონი;

– ილია სულამანიძე, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი;

– გივი მაჭარაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატების 2-გზის პრიზიორი, 2-გზის ევროპის ჩემპიონი;

– ლაშა გურული, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი.

კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების თითოეულ წევრს საქართველოსთვის მოპოვებული გამარჯვებისთვის და ქართველ სპორტსმენებს მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ.”- ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივ განცხადებაში.

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაასრულა გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე. პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში.

Continue Reading

Previous: ამერიკელი სტუმრების მიზანი იყო, დაეფიქსირებინათ პოზიცია, რომ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოქმედ ოპოზიციურ ძალებს აშშ-ს მთავრობა ყველა საშუალებით დაეხმარება ხელისუფლებაში მოსასვლელად
Next: ვიღაცას ძალიან უნდა რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. მინდა ამ „ვიღაცის“, კოლექტიური ლომჯარიების ფარულ სიხარულს ჩავწვდე – უკვე ბირთვული არმაგედონის მოლოდინში რომ არიან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025