Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იმედია შაჰინ-ტერნერს მკაფიოდ განსაზღვრული “საგზაო რუკა” გადასცეს, როგორ უნდა მოიქცეს სტრატეგიული პარტნიორი, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე პარტნიორობას სამარე საკუთარი ხელით რომ არ გამოუთხაროს

მარშალ პრესი 11/08/2024
david kartvelishvili

შაჰინი და ტერნერი შარშან რომ ჩამოსულიყვნენ, მათი რიტორიკა უფრო აგრესიული იქნებოდა, ხოლო შეშფოთება – უფრო აღშფოთებული. 5 ნოემბრის “აჩრდილი” მათზეც მოქმედებს – რა და როგორ იქნება, არავინ იცის, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ამ ვიზიტის ფონზე, ქართილ საზოგადოებას მოდუნების უფლება არ აქვს.

“შაჰინი და ტერნერი შარშან რომ ჩამოსულიყვნენ, მათი რიტორიკა უფრო აგრესიული იქნებოდა, ხოლო შეშფოთება – უფრო აღშფოთებული. 5 ნოემბრის “აჩრდილი” მათზეც მოქმედებს – რა და როგორ იქნება, არავინ იცის. ამიტომ “თავისიანებთან” და ხელისუფლებასთან ჩასატანი ძირითადი მესიჯი იყო – საქართველო დარჩება აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი ნებისმიერი ამერიკული ხელისუფლების პირობებში. რაც შეეხება ქართულ ხელისუფლებას – დავაკვირდებითო არჩევნების მსვლელობას. არანაირი პრობლემა არ არის, განაცხადა ხელისუფლებამ – დააკვირდით, მაგრამ ურთიერთობების გადატვირთვა მაინც მოგიწევთ. ვერც აგენტურა ჩანდა თავის პატრონებთან შეხვედრის შემდეგ თავხედურად თავდაჯერებული.

მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მათივე წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ ამ აგენტურის რეალური ფასი: “კონა ათი შაური” – საჯაროდ გააჟღერა. ამას მშვენივრად ხედავენ შაჰინი/ტერნერის დონეზეც, ამიტომ წინა განცხადებებთან და გზავნილებთან შედარებით, ამჯერად მოზომილად მოქმედებდნენ.

გვაქვს თუ არა ამ ვიზიტის ფონზე მოდუნების უფლება? რა თქმა უნდა – არა. გაუჩნდა თუ არა ჩვენს ცვილის ფიგურებს თავის ტკივილის დამატებითი წყარო? რა თქმა უნდა – კი. ამ ვიზიტის მთავარი ადრესატი – ისინი ნამდვილად არ იყვნენ. რაც შეეხება ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს, ვის წინაშეც კოლექტიურ დასავლეთს უამრავი ბოდიში აქვს მოსახდელი – იმედია შაჰინ/ტერნერს მკაფიოდ განსაზღვრული “საგზაო რუკა” გადასცეს, როგორ უნდა მოიქცეს სტრატეგიული პარტნიორი, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე საკუთარი ხელით ამ პარტნიორობას სამარე რომ არ გამოუთხაროს.” – წერს ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ჯინ შაჰინის და მისი კოლეგის განცხადებები და ქცევები აჩვენებენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის კლასიკურ მაგალითს, განსაკუთრებით როცა ქართველი ერის სახელით საუბრობს
Next: ნიკა მელიას თავში ჩაარტყეს (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025