Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შაჰინის მსგავსმა უცხოელმა პოლიტიკოსებმა ღრმად უნდა ჩაიბეჭდონ, რომ საქართველო აღარაა “ნაცმოძრაობის” რეჟიმის ეპოქის “ენჯეო”, რომელიც ცხოვრობს და მოქმედებს გარე დონაციებითა და ინსტრუქციებით

მარშალ პრესი 11/08/2024
gia abashidze

ვერც სენატორი ჯინ შაჰინი და ვერც ერთი გარე აქტორი ვერ იქნება საქართველოს ე.წ. “მთავარმართებელი” და ჩვენი სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ჩამრევი, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სენატორ ჯიმ შაჰინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არა დასავლური კურსიდან, არამედ ბრძანებების მიღების რეჟიმიდან გადაუხვია.

ანალიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ უცხოელმა პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო “ნაცმოძრაობის” დროინდელი “ენჯეო” აღარ არის.

“ვერც სენატორი ჯინ შაჰინი და ვერც ერთი გარე აქტორი ვერ იქნება საქართველოს ე.წ. “მთავარმართებელი” და ჩვენი სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ჩამრევი.

არჩეულ ქართულ ხელისუფლებას არ გადაუხვევია დასავლური ინტეგრაციის გზიდან, მან “გადაუხვია” ნეოკოლონიალისტების ბრძანებების მიღების რეჟიმიდან და ამას აფასებს ქართული საზოგადოება.

თანაც, ამერიკელმა კანონმდებელმა თურმე მოითხოვა “ქართული ოცნების” დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, რაზეც მიიღო სამართლიანი უარი.

შაჰინის მსგავსმა უცხოელმა პოლიტიკოსებმა ღრმად უნდა ჩაიბეჭდონ, რომ საქართველო აღარაა “ნაცმოძრაობის” რეჟიმის ეპოქის “ენჯეო”, რომელიც ცხოვრობს და მოქმედებს გარე დონაციებითა და ინსტრუქციებით!” – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: არავის, მით უფრო რიგით სენატორს არ აქვს უფლება ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, ივანიშვილი ვერ შეხვდება ყველას, ვისაც უცხო ქვეყნის პასპორტი აქვს
Next: ნიკა გვარამიას ჭინთვები დაწყებია და მთელი მისი “ახალი ნაცები” ასულიერებდნენ ელდანაკრავს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025