Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მადლობა მინდა გადავუხადო ლაშა ტალახაძეს, ის არის უკვე შემდგარი ლეგენდა, განსაკუთრებულად გაგვიხარდა გენოს გამარჯვება, მან დამსახურებულად და ღირსეულად მოიგო ოლიმპიური ოქრო

მარშალ პრესი 11/08/2024
irakli kobakhidze

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლაშა ტალახაძეს ის არის უკვე შემდგარი ლეგენდა, განსაკუთრებულად გაგვიხარდა გენოს გამარჯვება, მან დამსახურებულად და ღირსეულად მოიგო ოლიმპიური ოქრო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველომ ორი ოქროს მედალი მოიპოვა და აქვს შანსი, რომ ოცეულში დაიმკვიდროს ადგილი.

„გუშინდელი დღე იყო უბედნიერესი თითოეული ქართველისთვის, თითოეული გულშემატკივრისთვის. ორი ოქროს მედალი მოვიპოვეთ და ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი შანსი, რომ ოცეულშიც კი დავიმკვიდროთ ადგილი. დღეს გივი მაჭარაშვილს ვუსურვებ ასეთივე წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლაშა ტალახაძეს ის არის უკვე შემდგარი ლეგენდა.

მანამდეც ასე იყო, მაგრამ კიდევ უფრო გაიმყარა ეს სტატუსი, როცა მესამე ოლიმპიური ოქრო მოიგო. განსაკუთრებულად გაგვიხარდა გენოს გამარჯვება, რომელსაც იღბალი დააკლდა წინა ოლიმპიადაზე და ახლა უკვე მან ძალიან დიდი დამსახურებით და ღირსეულად მოიგო ოლიმპიური ოქრო“, – განაცხადა პრემიერმა

Continue Reading

Previous: თუ რატომ არ შეხვდა ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ სენატორებს, ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ განმარტა მან მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს
Next: ვფიქრობთ, რომ ოლიმპიადის პრიზიორები უნდა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით, ოლიმპიური ჩემპიონები – წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025