Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გვარამია არის პოლიტიკოსი, რომელიც ავითარებდა სიტყვა დესამშობლოიზაციის კონცეფციას და დღეს საუბრობს სამშობლოს მესიჯებით, ასეთ ფარსს საქართველოს მოსახლეობა არ იყიდის

მარშალ პრესი 11/08/2024
irakli kobakhidze

რეალურად, ოპოზიციისთვის შემაშფოთებელია “ქართული ოცნების” რეიტინგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“უფრო მეტიც, თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიცია დღეს ცდილობს ისაუბროს იმ გზავნილებით, რომლითაც ჩვენ ვსაუბრობთ მთელი ამ 4 წლის განმავლობაში,  მათ შორის, მაგალითად გვარამიამ დაიწყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა დაწესდეს რუსეთისთვის სანქციები, ღია უნდა იყოს საქართველო რუსი ტურისტებისთვის. რასაც ჩვენ ვამბობდით 4 წლის განმავლობაში, იმის ლაპარაკი მოინდომა უკვე ძალიან გვიან, ახლა, რადიკალურმა ოპოზიციამ.  ასეთი გზავნილები ვერ იქნება წარმატებული. ყველას ძალიან კარგად ახსოვს საქართველოში, თუ რას ამბობდნენ ეს ადამიანები გასული 4 წლის განმავლობაში.

მაგალითად, გვარამია არის პოლიტიკოსი, რომელიც ავითარებდა სიტყვა დესამშობლოიზაციის კონცეფციას და დღეს, ის საუბრობს სამშობლოს მესიჯებით. ასეთ ფარსს საქართველოს მოსახლეობა არ იყიდის. ეს ფუჭი მცდელობა, რომ რაღაცნაირად თავადვე ისაუბრონ იმ გზავნილებით, რომლითაც საუბრობდა 4 წლის განმავლობაში “ქართული ოცნება” არის წარუმატებლობისთვის განწირული”, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში, უკრაინას ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს
Next: თუ რატომ არ შეხვდა ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ სენატორებს, ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ განმარტა მან მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025