Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გარე ჩარევა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე. ყველამ იცის, ვინ ვინ არის – პრემიერი

მარშალ პრესი 11/08/2024
irakli kobakhidze

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში, რადგან ავტორიტარიზმისა და აგენტურის მმართველობის საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება ისეთი მოვლენების განვითარება, რაც საქართველოში 2008 წელს განვითარდა კიდევ უფრო მძიმე ფორმით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„ჩვენ ვხედავთ, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო უხეში საგარეო ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების ძალიან მკაფიო დარღვევა, რაც არის ძალიან სამწუხარო. 

კარგი ის არის, რომ ეს გარე ჩარევა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე. ყველამ იცის, ვინ ვინ არის, რას ემსახურება მათ შორის ასეთი ტიპის გარე ჩარევები. როდესაც დემოკრატიის ფესტივალს უწოდებ ღონისძიებას, რომელზეც გამოფენილია სააკაშვილის სურათები, იქ ნათელია, რომ სინამდვილეში საქართველოში ვიღაც ცდილობს, ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი და საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი.

 ამ ავტორიტარიზმის შედეგი იყო, მათ შორის 2008 წლის ომი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავტორიტარიზმი არასოდეს აღარ დაბრუნდეს საქართველოში, რათა აგენტურის მმართველობა აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში, იმიტომ, რომ ავტორიტარიზმისა და აგენტურის მმართველობის საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება ისეთ მოვლენების განვითარება, რაც საქართველოში 2008 წელს განვითარდა კიდევ უფრო მძიმე ფორმით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან, უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენ გვექნება არაერთი ვიზიტი ამ რეგიონში
Next: უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები – საქართველოს ბევრის შეცვლა არ შეუძლია ამ ურთიერთობებში, ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025