Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბაკურ ავსაჯანიშვილი გია ჭანტურიაზე: არა მხოლოდ ყაზბეგელები ვეზიზღებით, არამედ მთელი ქვეყანა ეზიზღებათ, 26 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა დავასრულოთ ეს ქვეყნის მოძულე აგენტურა

მარშალ პრესი 10/08/2024
bakur avsajanishvili

ეს უღირსი, ყაზბეგელებს რომ შეურაცხყოფას გვაყენებს და რუსების სიყვარულს გვაბრალებს, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი და მათი იდეოლოგია, – წერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი, ბაკურ ავსაჯანიშვილი, სოციალურ ქსელში.

ავსაჯანიშვილი ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გია ჭანტურიას მიერ ყაზბეგელებთან დაკავშირებით დაწერილ კომენტარს, რომელშოც მან აღნიშნა, რომ ყაზბეგში “რუსეთიც უყვართ ძალიან.”

ბაკურ ავსაჯანიშვილის განცხადებით, მთელ რადიკალურ ოპოზიციას არამარტო ყაზბეგი, არამედ მთელი ქვეყანა ეზიზღება.

“ეს უღირსი, ყაზბეგელებს რომ შეურაცხყოფას გვაყენებს და რუსების სიყვარულს გვაბრალებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი და მათი იდეოლოგია. ასეა მთელი ეს პარტია და რადიკალური ოპოზიცია – არა მხოლოდ ყაზბეგელები ვეზიზღებით, არამედ მთელი ქვეყანა ეზიზღებათ. ჯერ კახელებს ღვინოში ჩაუფსეს, ახლა მთის ხალხს მოგვდგნენ და ვაჟკაცობას გვიწუნებენ. როგორც ჩანს, აღარ აპირებენ ყაზბეგელებთან შეხვედრას და აქ ამოსვლას. ამიტომ და კიდევ ბევრი მიზეზის გამო, 26 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა დავასრულოთ ეს ქვეყნის მოძულე აგენტურა.” – წერს ავსაჯანიშვილი.

Post navigation

Previous: მაშინ, როდესაც პრიგოჟინის შემთხვევაში “გოუ გოუ ჟენიას” აჟიტირებულები გაიძახოდნენ, უკრაინის ჯარის შეტევაზე და წინსვლაზე კურსკის მიმართულებით ხმას არ იღებენ
Next: გიორგი ურუშაძემ ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.