Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის მინისტრი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა

მარშალ პრესი 09/08/2024
თავდაცვის მინისტრი სამთო მომზადების სკოლაში.jfif

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, საჩხერეში პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა. სამთო მომზადების სკოლის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბრიფინგზე მინისტრს ქვედანაყოფის ამოცანების, მიზნებისა და განვითარების გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ირაკლი ჩიქოვანი ქვედანაყოფის შესაძლებლობებს, სკოლის ინფრასტრუქტურასა და ბაზაზე გამოფენილ სამთო აღჭურვილობას გაეცნო. სკოლის პირადმა შემადგენლობამ სამთო საჩვენებელი სწავლებაც გამართა. ირაკლი ჩიქოვანი სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე მოწყობილ „ჯარის ბანაკსაც“ ესტუმრა. მინისტრი ბანაკის მონაწილეებს შეხვდა და გაესაუბრა. საჩხერის სამთო მომზადების სკოლამ „ჯარის ბანაკში“, მე-8 როტაციაზე, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს უმასპინძლა. საზაფხულო ბანაკმა საჩხერეში, კოჯორსა და ახალქალაქში, საერთო ჯამში 2200-ზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლა. პროექტი ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად. “ჯარის ბანაკი” მომავალშიც გაგრძელდება.

Post navigation

Previous: მტკნარი სიცრუეა, რომ თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა
Next: ასე მოუვიდა ამ ორგანიზაციასაც, ეტყობა ერთხელ აცდუნეს, ორჯერ და გადაწყვიტა დააჯდეს ამ საქმეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.