Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი: ვფიქრობ შეცდომა იქნება ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, რომ ეს სამი ქვეყანა ხვალ გახდება ევროკავშირის წევრი, არსებობს წესები და ისინი ამ წესებს უნდა გაჰყვნენ

მარშალ პრესი 30/05/2022
ხავიერ ბეტელი

პირველი, ჩვენ არ უნდა განვაცალკეოთ უკრაინისგან მოლდოვა და საქართველო, რადგან ჩემთვის ეს იქნება შეცდომა. როდესაც ვსაუბრობთ უკრაინის ევროპულ მომავალზე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო და მოლდოვა, – ამის შესახებ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ხავიერ ბეტელიმ განაცხადა.

„მე ამას ვამბობ ყოველთვის ღია და დახურულ შეხვედრებზე. ჩვენ არ უნდა დავპირდეთ უკრაინას, რომ ევროკავშირის წევრი გახდება ხვალვე. გვაქვს კოპენჰაგენის კრიტერიუმები და წესები, პროცედურები და მათ პატივი უნდა ვცეთ. ვნახეთ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეთავაზება, რომელიც სამომავლოდ უფრო მჭიდრო ურთიერთობებს ეხება. მაკრონი ცდილობს შუალედი იპოვოს ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებასა და სულ არაფერს შორის. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ვარიანტი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ შეცდომა იქნება ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, რომ ეს ქვეყნები ხვალ გახდებიან ევროკავშირის წევრები. არსებობს წესები და ისინი ამ წესებს უნდა გაჰყვნენ“, – განაცხადა ხავიერ ბეტელიმ.

Continue Reading

Previous: უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი სააგენტო Reuters-ს: ნუ ავრცელებთ რუსული პროპაგანდის ლექსიკას
Next: კულება: უკრაინას მობეზრდა საუბრები ევროკავშირში ინტეგრაციის სპეციალურ გადაწყვეტილებებსა და ცალკეულ მოდელებზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025