Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

„გამჭვირვალობის კანონზე“ ამას წერს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც რუსული ამერიკული FARA-ს კანონის ფარგლებში, განსხვავებული აზრის ადამიანებს FBI-ს ძალებით თავისუფლებას უზღუდავენ

მარშალ პრესი 09/08/2024
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ს პრეზიდენტის მიერ სალომე ზურაბიშვილთან გამოგზავნილ წერილს ეხმიანება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსი ბაიდენის წერილის ნაწყვეტსაც აქვეყნებს, სადაც მან „გამჭვირვალობის კანონზე“ პოზიცია დააფიქსირა და თქვა, რომ კანონი კრემლის სტილისაა და ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს არ შეესაბამება.

„ამას წერს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც კონკურენტებს ლიკვიდაციით ებრძვიან“- წერს დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ საქართველოს თითქოს ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს აფასებს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც მოქმედებს FARA-ს კანონი, რომლითაც განსხვავებული აზრის ადამიანებს თავისუფლებას უზღუდავენ.

“იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის “უცხოური აგენტების” კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს” – ამას წერს კონსტიტუციის მიღმა მყოფ ზურაბიშვილს აშშ-ს პრეზიდენტი.

ამას წერს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც 21-ე საუკუნეში ფოსტის გზავნილებით ატარებენ არჩევნებს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სასაფლაოების გარდაცვლილი ბინადრები. ამას წერს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც კონგრესის წევრებად ასევე გარდაცვლილებს ირჩევენ. ამას წერს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც თავის კონკურენტებს ფიზიკური ლიკვიდაციით ებრძვიან. ამას წერს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც რუსული ამერიკული FARA-ს კანონის ფარგლებში, განსხვავებული აზრის ადამიანებს დევნიან და FBI-ს ძალებით თავისუფლებას უზღუდავენ.

თუ ჩემს მიერ მოყვანილი მოკლე ჩამონათვალი – დემოკრატიულია და შეესაბამება ევროკავშირის და ნატოს წევრობის სტანდარტებს – ჩვენ, ამ ყველაფრისგან, ამ ეტაპზე ალბათ თავს შევიკავებთ.“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: “ნაციონალური მოძრაობა” არის ძალა, რომელიც საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისათვის წამოწყებულ ყოველგვარ წარმატების, სიკეთის მომტან წამოწყებას თუ საქმეს ბოროტი ზრახვებით ეწინააღმდეგება
Next: მტკნარი სიცრუეა, რომ თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025