Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გუშინ სექტანტების ასეთი განცხადებები დამაკლდა – 2008 წლის აგვისტოში, პუტინთან შეთანხმებით, ომი დაიწყო “ქართულმა ოცნებამ”, რომელიც მაშინ ჯერ არ იყო კატაკომბებიდან გამოსული, მაგრამ იმთავითვე – რუსული იყო

მარშალ პრესი 09/08/2024
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი 2008 წლის ომთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს ეხმიანება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებების აბსურდულობას უსვამს ხაზს.

„გუშინდელ დღეს რა დამაკლდა, იცით? სექტანტების, დაახლოებით ასეთი, განცხადება: “2008 წლის აგვისტოში, პუტინთან შეთანხმებით, ომი დაიწყო “ქართულმა ოცნებამ”, რომელიც მართალია მაშინ ჯერ არ იყო კატაკომბებიდან გამოსული, მაგრამ იმთავითვე – რუსული იყო. დაიწყო ეს ომი და პუტინთან გარიგების გზით – ოკუპაციით დაასრულა. სწორედ ამ “რუსულ ოცნებას” გულისხმობდნენ ჩვენი გმირი დეპუტატები ევროპარლამენტის 2008 წლის ოქტომბრის სხდომაზე, სადაც რეზოლუციაში ჩაიწერა – დიახ, ომი “რუსულმა ოცნებამ” დაიწყო, რომელსაც მაშინაც და ახლაც, სამარცხვინოდ “ქართველ ხალხად” მოიხსენიებენ.

მაგრამ მიხეილ სააკაშვილის გმირული თავდადების წყალობით, “რუსულმა ოცნებამ” პუტინი თბილისამდე არ შემოუშვა და ამიტომაც იზეიმა ქვეყნის პატრიოტულმა ნაწილმა, აგვისტოს ცხელ დღეებში, პუტინზე ეს გამარჯვება. მაგრამ პუტინმა შური მაინც იძია და გმირი სააკაშვილი დღეს ციხეში კვდება, ხოლო კატაკომბებიდან გამოსული “ქართული ოცნება” დღეს, თბილისის პუტინისთვის საბოლოოდ ჩაბარებისთვის ემზადება”…“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში

Post navigation

Previous: შემოსავლების სამსახური გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტს” მოუწოდებს, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და ქვეყნის იმიჯის დაზიანებისგან
Next: მთავარი პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი ამერიკის ელჩ რობინ დანიგანს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.