Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მჯერა, რომ იმ პრაგმატული პოლიტიკით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, შესაძლებელია ტერიტორიების დაბრუნება

მარშალ პრესი 08/08/2024
kakha kaladze

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან 2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ პრაგმატული პოლიტიკის განხორციელების შედეგად ქვეყნის გამთლიანება და ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელია.

„16 წელი გავიდა იმ უბედურებიდან, რაც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა. ამ ომის შედეგად ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, მშვიდობიანი მოქალაქეები, გმირი ჯარისკაცები. მძიმეა ეს ყველაფერი, ჭრილობები, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ქვეყანას, თუმცა მჯერა, რომ იმ პრაგმატული პოლიტიკით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, შესაძლებელია ტერიტორიების დაბრუნება, ქვეყნის გამთლიანება. ეს არის თითოეული ქართველის ოცნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს არა ომით, არამედ წინსვლით, მშვიდობითა და ეკონომიკური განვითარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აღნიშნულ ომთან დაკავშირებული საქმეები გამოიძიოს.

„ვრცელი წერილი გამოვაქვეყნეთ ამასთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ იმ მხარდაჭერაზე, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს საზოგადოების მხრიდან. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე, ამას აქვს თავისი ახსნა, რატომ. დღეს გვაქვს იმის რესურსი, რომ საპარლამენტო არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობა მივიღოთ. ეს კიდევ უფრო უნდა გამყარდეს. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს სიმშვიდე, მოხდეს იმ კონკრეტული საქმის გამოძიება, რაც ომთანაა დაკავშირებული, დაისაჯონ დამნაშავეები. გარდა ამისა, მთავარია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დღევანდელ მსოფლიოში, იმ ვითარებაში, რაც რეგიონში ხდება, ყველაფერი შესაძლებელია, იმდენად სწრაფად იცვლება მოვლენები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Continue Reading

Previous: ახლა, როდესაც საქართველო სრულიად გამართლებულია რუსეთის ფედერაციასთან, აუცილებელია დაიწყოს ნაციონალური რეჟიმის სამართლებრივ-პოლიტიკური საქმის წარმოება, თუ რა მოხდა 2008 წელს
Next: 2008 წლის ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა – რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავების აღსრულებისთვის საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025