Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

8 აგვისტო ორმაგი ტკივილის დღეა – რუსული ოკუპაციის და საკუთარი ხელისუფლების ეროვნული ღალატის. მეორე კიდევ უფრო მძიმეა ჩვენთვის

მარშალ პრესი 08/08/2024
tamar chiburdanidze

„მძიმეა იმის განცდა, რომ გიორგი ანწუხელიძის, შინდისის გმირების და აგვისტოს ომში დაღუპული ყველა მებრძოლის თუ რიგითი ადამიანის სისხლში არა მარტო რუსეთს, არამედ, სხვებსაც აქვთ ხელები გასვრილი,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით უამრავი კითხვაა, რომელსაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს.

„ერთია, როდესაც ოკუპანტი ქვეყანა გიტევს და ტერიტორიებს გართმევს და მეორე, კიდევ უფრო მტკივნეული, როდესაც საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება გღალატობს.

მძიმეა იმის განცდა, რომ გიორგი ანწუხელიძის, შინდისის გმირების და აგვისტოს ომში დაღუპული ყველა მებრძოლის თუ რიგითი ადამიანის სისხლში არა მარტო რუსეთს, არამედ, სხვებსაც აქვთ ხელები გასვრილი. 8 აგვისტო ორმაგი ტკივილის დღეა – რუსული ოკუპაციის და საკუთარი ხელისუფლების ეროვნული ღალატის. მეორე კიდევ უფრო მძიმეა ჩვენთვის. საქართველოს ისტორიას სამწუხაროდ ახსოვს ღალატის ფაქტები.

აგვისტოს ომზე ჩვენს შვილებს ჯერჯერობით, ისევ სააკაშვილის პროპაგანდით ასწავლიან. აგვისტოს ომზე დასმული უამრავი კითხვა კი პასუხებს ითხოვს. პასუხებს ითხოვს იქ დაღუპული გმირების სახელებიც. სანამ საქართველო იარსებებს, მანამ იქნება აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული გმირების ხსოვნა. ჩვენ კი მათი ოცნება უნდა ავახდინოთ და იმ ტერიტორიების დაბრუნებაზე ვიზრუნოთ, რისთვისაც სიცოცხლე გაწირეს. ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გზა კი მხოლოდ მშვიდობაზე გადის,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.“

Continue Reading

Previous: საქართველოს ყოფილ და დღევანდელ ხელისუფლებას შორის განსხვავება ის არის, რომ 2008 წლის აგვისტოში „ნაცმოძრაობა“ საკუთარ ჯარს ზურგს უკან დაუდგა – ჩვენ კი როცა საჭირო გახდა დავდექით ჯარის წინ და არა მის უკან
Next: ახლა, როდესაც საქართველო სრულიად გამართლებულია რუსეთის ფედერაციასთან, აუცილებელია დაიწყოს ნაციონალური რეჟიმის სამართლებრივ-პოლიტიკური საქმის წარმოება, თუ რა მოხდა 2008 წელს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025