Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

მარშალ პრესი 08/08/2024
Capture

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო.

,,16 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს თვეში, საქართველომ ბევრი ვაჟკაცი დაკარგა, მათ შორის გურიის რეგიონიდან ამ უთანასწორო ომს 9 გმირის სიცოცხლე შეეწირა. დღეს, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. ამ ვაჟკაცებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე დათმეს.

ქედს ვიხრი თითოეულის ხსოვნის წინაშე, მათი სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას”, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია გურიის რეგიონის ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე.

Continue Reading

Previous: 21 სექტემბერს, თბილისში ლეგენდების მატჩი გაიმართება – ქართული ფეხბურთის ლეგენდები იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდებს შეხვდებიან
Next: საქართველოს ყოფილ და დღევანდელ ხელისუფლებას შორის განსხვავება ის არის, რომ 2008 წლის აგვისტოში „ნაცმოძრაობა“ საკუთარ ჯარს ზურგს უკან დაუდგა – ჩვენ კი როცა საჭირო გახდა დავდექით ჯარის წინ და არა მის უკან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025