Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა, ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები და განვითარების დონე ადასტურებს, რომ ადამიანი, მისი უსაფრთხოება, საკუთრება, უფლებები ჩვენს ქვეყანაში დღეს ბევრად უკეთაა დაცული

მარშალ პრესი 08/08/2024
archil talakvadze

ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა, ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები და განვითარების დონე ადასტურებს, რომ ადამიანი, მისი უსაფრთხოება, საკუთრება, უფლებები ჩვენს ქვეყანაში დღეს ბევრად უკეთაა დაცული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში გვყავს ისეთი ოპოზიცია და ლობისტები, რომლებიც სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებენ და ფულსაც კი იხდიან იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე შელახონ.

„ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები და სწორედ ამას ასახავს ეს საერთაშორისო კვლევები და რეიტინგები, რომელიც პერიოდულად ქვეყნდება. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში გვყავს ისეთი ოპოზიცია და ლობისტები, რომლებიც სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. ფულსაც კი იხდიან იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე შელახონ, მაგრამ ეს კვლევები მუდმივად ადასტურებს იმას, რომ საქართველოს აქვს რეალური პროგრესი და საქართველო დღეს ნამდვილად არის უფრო თანამედროვე, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფო. ის, რომ ადამიანი, მისი უსაფრთხოება, საკუთრება, ადამიანის უფლებები ჩვენს ქვეყანაში დღეს ბევრად უკეთაა დაცული, ამას ბევრი რამ ადასტურებს, არა მხოლოდ კვლევები, არამედ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა, ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები და განვითარების დონე“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
Next: 21 სექტემბერს, თბილისში ლეგენდების მატჩი გაიმართება – ქართული ფეხბურთის ლეგენდები იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდებს შეხვდებიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.