Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღესაც რომ გვქონდეს ჩვენ ისეთი ვითარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, ვიქნებოდით ომის ქარ-ცეცხლში გახვეული

მარშალ პრესი 08/08/2024
irakli chikovani

დღესაც რომ გვქონდეს ჩვენ ისეთი ვითარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, ვიქნებოდით ომის ქარ-ცეცხლში გახვეული, მაგრამ დღეს ხელისუფლებაში არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ომის თავიდან არიდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ბუნება ყველამ კარგად დაინახა მათი მმართველობის პირობებში. ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება ჰქონდათ მათ აგვისტოს ომთან მიმართებაში. ჩვენ დავინახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს, თავი აერიდებინათ იმ ესკალაციისთვის, ომისთვის, რომელიც აგვისტოსი მოხდა. ეს არის ფაქტი. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამის თავიდან არიდება, ნათელია.

დღესაც რომ გვქონდეს ჩვენ ისეთი ვითარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, ვიქნებოდით ომის ქარ-ცეცხლში გახვეული. მაგრამ დღეს ხელისუფლებაში არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დაიცვას საქართველოს ინტერესები, ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ უზრუნველყოს მშვიდობა, რომელმაც უნდა შეძლოს განვითარების შესაძლებლობის შემქნა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

Post navigation

Previous: ომი დაიწყო ათწლეულების წინ. დღეს ჩვენ ვებრძვით ოკუპაციას, რომელ ოკუპაციასთან დაკავშირებით ყველას უნდა ჰქონდეს ერთი პოზიცია. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური სპეკულაციის საგანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“
Next: 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად ხელისუფლებში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, ომი არ იქნებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.