Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად ხელისუფლებში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება ომი არ იქნებოდა

მარშალ პრესი 08/08/2024
shalva papuashvili

2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად ხელისუფლებში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება ომი არ იქნებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს.

„2022 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში განმეორდებოდა 2008 წელი და პირიქით, 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება ომი არ იქნებოდა.

არ იქნებოდა 400-ზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი. არ იქნებოდა 125 დაკარგული სოფელი, 1700-ზე მეტი დაჭრილი ადამიანი, დამოუკიდებლობების აღიარებები და ა.შ. ზუსტად ეს უნდა გამოვიძიოთ, რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა
Next: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.