Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პატივი მივაგეთ დაღუპულ გმირებს, ასეთი ადამიანების გმირობასა და თავგანწირვაზე დგას საქართველოს სიძლიერე და სიმტკიცე

მარშალ პრესი 08/08/2024
irakli chikovani2

ჩვენ პატივი მივაგეთ დაღუპულ გმირებს. ასეთი ადამიანების გმირობასა და თავგანწირვაზე დგას საქართველოს სიძლიერე და სიმტკიცე, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც მან პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ჩვენ პატივი მივაგეთ დაღუპულ გმირებს. ასეთი ადამიანების გმირობასა და თავგანწირვაზე დგას საქართველოს სიძლიერე და სიმტკიცე. ჩვენ თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის ძალებში ვართ ერთი დიდი ოჯახი, ვდგავართ ერთად, ერთმანეთის გვერდიგვერდ, რა თქმა უნდა, ვართ ამ ოჯახების გვერდით და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მათთვის არსებული საჭიროებები უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

Post navigation

Previous: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჰქონდათ ჩვენს გმირებს
Next: ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.