Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი და უდუმაშვილმა ეს აღიარა

მარშალ პრესი 30/05/2022
ირაკლი კობახიძე

პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი და უდუმაშვილმა ეს აღიარა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზაალ უდუმაშვილის წასვლასა და მის მედიაში დაბრუნებას გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „მის კუთვნილ ტელევიზიას შორის“ ზღვარია წაშლილია.

„ისედაც ყველამ ვიცით, რომ ყოველგვარი ზღვარია წაშლილი ამ პოლიტიკურ პარტიასა და მის კუთვნილ ტელევიზიას შორის. თავადაც თქვა უდუმაშვილმა – ბრძოლის ველზე ვრჩები, არსად მივდივარო. თავად აღიარა, რომ არავითარი ზღვარი არ არსებობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამ პარტიის კუთვნილ ტელევიზიებს შორის. პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ ამ პოლიტიკური პარტიის შემადგენელი ნაწილი და ეს უდუმაშვილმა აღიარა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და მედიაში ბრუნდება. როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, მედიაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან, მისი შეფასებით, დღეს „დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება“. უდუმაშვილს არ დაუკონკრეტებია მედიასაშუალება, სადაც საქმიანობას გააგრძელებს, თუმცა აღნიშნა, რომ „ძალიან მალე ეთერში შევხვდებით“.

Continue Reading

Previous: დიმიტრი ხუნდაძე ევროკავშირის მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე: სტატუსზე უარის თქმას ქართველი ხალხი მიიღებს, როგორც ქვეყნის დასჯას იმის გამო, რომ ომში არ ჩავერთეთ
Next: რობერტა მეცოლა: ძალიან დიდი იმედი მაქვს, ლიდერები სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდებიან, უკრაინას სჭირდება იმედი, ევროპული პერსპექტივა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025