თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ამერიკაში “ნაც.მოძრაობის” ლიდერებში დიდ პოტენციალს ხედავენ

667
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

გრძელდება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიასა და მისი ორი თანაგუნდელის, თინა ბოკუჩავასა და ნონა მამულაშვილის ვიზიტი ამერიკაში. ამ დღეების განმავლობაში ისინი შეხვდნენ თანამდებობიდან დიდი ხნის წინ წასულ პირებს, ასევე “ჯეიმსთაუნი”-ს ფონდის წარმომადგენელს და ამერიკის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამის თავმჯდომარე დევიდ პრაისს.

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ამერიკაში ნაც.მოძრაობის ლიდერებში დიდ პოტენციალს ხედავენ.

“ყველამ ხაზი გაუსვა, რომ ძალიან დიდ პოტენციალს ხედავენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალი თაობის ლიდერებში და ხაზი გაუსვეს ნაციონალური მოძრაობის, კონკრეტულად ნიკა მელიას როლს, როგორც გამაერთიანებელს ოპოზიციურ ფრონტზე”– განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება