Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 2008 წლის ომის გამოძიება და ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯა

მარშალ პრესი 07/08/2024
zurab kadagidze

ეს კაცი შსს ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, რომლის განცხადებაც, ნათლად წარმოაჩენს სააკაშვილის მთავრობის დამოკიდებულებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე შოთა უტიაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „აგვისტოს ომმა, თავის ყველა პლუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა“.

ქადაგიძის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 2008 წლის ომის გამოძიება და ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯა. მანვე აღნიშნა, რომ ქართული “ნიურნბერგის” პროცესი, რომელიც აუცილებლად შედგება, იქნება პრეცედენტი ქართულ რეალობაში, რაც ყველა დამნაშავესა და პოლიტიკურ პარაზიტს მიუჩენს თავის ადგილს, ისტორიულ სანაგვეზე.

„ეს კაცი შსს ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, რომლის განცხადებაც, ნათლად წარმოაჩენს სააკაშვილის მთავრობის დამოკიდებულებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
ასობით დაკარგული სოფელი, დახოცილი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები, ასიათასობით დევნილი და საქართველოს ოკუპაცია ყოფილა, ქვეყნის ამოსუნთქვის საშუალება.

ამ ნაძირალას ცოლი, ერთ-ერთი მთავარი “გამპრავებელი” იყო სააკაშვილის რეჟიმის და დღესაც იმავე რეჟიმის მახინჯი სახეა, უკვე ოპოზიციური მედიიდან.
ამიტომაც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 2008 წლის ომის გამოძიება და ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯა. ქართული “ნიურნბერგის” პროცესი, რომელიც აუცილებლად შედგება, იქნება პრეცედენტი ქართულ რეალობაში, რაც ყველა დამნაშავესა და პოლიტიკურ პარაზიტს მიუჩენს თავის ადგილს, ისტორიულ სანაგვეზე! ეს ნაძირალები არა თუ პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაშიც ვერ უნდა ახერხებდნენ გამოჩენას!“ – წერს ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას
Next: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად იცის, რომ ხელისუფლებისგან დაანონსებული გამოძიება აგვისტოს ომზე აუცილებლად შედგება და სავარაუდოდ, წინასწარ ცდილობენ ფაქტების არევას, იმიტომ შეცვალეს თარიღიც

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025