Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა აფხაზეთიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებს მიუსამძიმრა

მარშალ პრესი 06/08/2024
1722935386-Screenshot_1-1024x607

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

16 იდენტიფიცირებული პირი, რომელთაგან 7 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით გადმოასვენეს.

4 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

Continue Reading

Previous: „კასპერსკის ლაბორატორიამ“ დაიწყო სასწავლო კურსი ხელოვნური ინტელექტისა და ნერვული ქსელების უსაფრთხო მუშაობის შესახებ
Next: რაც არ უნდა ილაპარაკონ და იცრუონ სალომეს „ცვილის ფიგურებმა“ დღეიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, არაფრისთვის არ დაიჯერება – ყველაფერი დეზინფორმაცია და ცილისწამებაა!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025