Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამწუხაროდ, დანიის საელჩოს აქამდე არ განუმარტავს, თუ რატომ აღმოჩნდა დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე ადამიანის წამების სისტემის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის პლაკატი

მარშალ პრესი 05/08/2024
shalva papuashvili

სამწუხაროდ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ დანიის საელჩოს აქამდე არ განუმარტავს, თუ რატომ აღმოჩნდა დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე ადამიანის წამების სისტემის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის პლაკატი,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ამიტომ, არავის უნდა უკვირდეს, როცა ქართველი ხალხი, ახლა უკვე კანონით, ითხოვს იმ ფინანსების და ინტერესების გამჭვირვალობას, რომლითაც მის ცხოვრებაზე გავლენას ახდენენ.

,,სამწუხაროდ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ დანიის საელჩოს აქამდე არ განუმარტავს, თუ რატომ აღმოჩნდა დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე ადამიანის წამების სისტემის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის პლაკატი. პასუხი მარტივია: დანიის საელჩო ანგარიშვალდებულია საკუთარი მთავრობის და არა ქართველი ხალხის წინაშე. რა თქმა უნდა, აქ შეიძლებოდა იმის თქმაც, რომ როცა სხვა ხალხების ცხოვრებაში (ფულით თუ მოქმედებით) ერევი, საერთაშორისო თანამშრომლობის ეთიკა ამბობს, რომ ანგარიშვალდებულებაც და მინიმალური პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნო. თუმცა, თქმა ერთია და გაგონება – მეორე. ამიტომ, არავის უნდა უკვირდეს, როცა ქართველი ხალხი, ახლა უკვე კანონით, ითხოვს იმ ფინანსების და ინტერესების გამჭვირვალობას, რომლითაც მის ცხოვრებაზე გავლენას ახდენენ. თითქოს ელემენტარულია ,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

Continue Reading

Previous: ცესკოში „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
Next: ევროპის მსგავსად, უკრაინაც საიმიგრაციო პოლიტიკისთვის არის განწირული, რაც ისედაც განადგურებული გენოფონდის საბოლოო განადგურება იქნება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025