Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

მისივე ლოგიკას რომ მივყვეთ დღეიდან სამართლიანია “სტრატეგია აღმაშენებელი” ცრუ პარტიად მოვიხსენიოთ

მარშალ პრესი 30/05/2022
თამთა მეგრელიშვილი

„მისივე ლოგიკას რომ მივყვეთ დღეიდან სამართლიანია “სტრატეგია აღმაშენებელი” ცრუ პარტიად მოვიხსენიოთ. ფანჩატურში ბაასით და საკანონმდებლო ორგანოს დაბოქლომებით ამ პარტიის მიერ საკუთარი ამომრჩევლებისათვის მიცემული დაპირებები დაპირებებად დარჩა“– წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადების შესახებ.

„ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის დერეფნებში დადიან და როგორც ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ზუსტად იმავეს აკეთებენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც. ამას პრივატულ საუბრებში ევროკავშირის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. კიდევ ბევრი რამაა რაც არც დაიწერება და არც ითქმება… “ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველს 2013-2019 წლებში 5450ლარით ამჟამად “სტრატეგია აღმაშენებელში“ პორტირებულს და მის ერთ-ერთ ლიდერს პაატა მანჯგალაძეს ფაქტია საეჭვოდ ეწყინა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური მხილება – კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე. მათი უკვე გაშიფრული გეგმის მიხედვით რადიკალების და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა”.

როგორც ჩანს ამ გეგმის ნაწილია პაატა მანჯგალაძის და მისი გუნდის პოლიტიკური ხედვაც. აბა რას ემსახურება ირაკლი კობახიძისადმი ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება?! ირაკლი კობახიძის ცრუდ მოხსენიება უხერხულობას ქმნის მაშინ როცა “სტრატეგია აღმაშენებელმა” ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 5 ძირითადი დაპირებიდან საკუთარ ამომრჩეველს არცერთი არ შეუსრულა (პოლიტიკურ დღის წესრიგშიც კი არ დააყენა დაპირებული საკითხები). პაატა მანჯგალაძის მიერ პოლიტიკური ფიგურების პიროვნული შეფასებები ლოგიკას მოკლებულია, პოლიტიკასთან ხომ საერთო არ აქვს. და მაინც, მისივე ლოგიკას რომ მივყვეთ დღეიდან სამართლიანია “სტრატეგია აღმაშენებელი” ცრუ პარტიად მოვიხსენიოთ. ფანჩატურში ბაასით და საკანონმდებლო ორგანოს დაბოქლომებით ამ პარტიის მიერ საკუთარი ამომრჩევლებისათვის მიცემული დაპირებები დაპირებებად დარჩა“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ეს მოღალატეები, სერგო ორჯონიკიძეები მართავდნენ ქვეყანას და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ ჯერ არიონ, ხოლო შემდეგ ომში ჩართონ საქართველო
Next: საქართველოს კანონმდებლობა, DCFTA-ით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ნახევარზე მეტთან, უკვე დაახლოებულია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025