Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალზე“ გამოფენილი იყო სააკაშვილის სურათები, რაც ნიშნავს იმას, რომ იქ რეალურად ტარდება „ავორიტარიზმის ფესტივალი“, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას აფინანსებენ უცხოელი დონორები

მარშალ პრესი 04/08/2024
irakli kobakhidze3

მე, როგორც ვიცი, ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალზე“ გამოფენილი იყო მათ შორის, სააკაშვილის სურათები, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ რეალურად ტარდება ავორიტარიზმის ფესტივალი; ყველაზე ცუდი ის არის, რომ ავტორიტარიზმის ფესტივალს საქართველოში პირდაპირ აფინანსებენ უცხოელი დონორები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ბეშუმში, „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებული „ავტორიტარიზმის ფესტივალები“ ვერ დააბრუნებს საქართველოში ავტორიტარიზმს.

„ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს არის არასწორი ჩარევა საარჩევნო პროცესებში. სამწუხაროდ, არჩევნები წარიმართება საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევის ფონზე, თუმცა ეს დარღვევები რეალურად შედეგებზე ვერ აისახება, ქართული საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს.

აქედან გამომდინარე, როგორი ჩარევაც არ უნდა განხორციელდეს, მათ შორის, გარე ჩარევა, ეს რაიმე არსებით გავლენას არჩევნების შედეგებზე ვერ მოახდენს. მათ შორის, ვერც უცხოეთიდან დაფინანსებული ავტორიტარიზმის ფესტივალები ვერ დააბრუნებს საქართველოში ავტორიტარიზმს,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ხაზარაძე-ჯაფარიძემ დავა წააგეს ქართულ სახელმწიფოსთან, ნებისმიერი მათი მცდელობა, რომ მარცხი გადაფარონ, არის უსუსური და განწირულია წარუმატებლობისთვის
Next: ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.