Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საცოდაობაა. როდემდე შეიძლება ასე რინგზე მარტო ყოფნა, აღარ ვიცი – თეა წულუკიანი ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 04/08/2024
tea tsulukiani

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

“აკაკი ბობოხიძეს ხანდახან საუბრის რომელიღაც ნაწილში, და წელიწადში ერთხელ მაინც, ეტყობა, რომ ხალხსა და პოლიტიკას შორის კავშირს ხვდება. ნუ, ცარიელი ინსტინქტით, მაგრამ ხომ ხვდება?! ზოგი მაგასაც რომ ვერ ახერხებთ, ამაშია საქმე. რა გეშველებათ ყველას ერთად და ცალ-ცალკე?

ომი დავიწყოთ, ესაა საამაყოო და ჩვენ სიკვდილი სახელოვანი გვწყურიაო (თქვენ არ მოუკვდით დედათქვენს, რაც საქართველოსთვის სიკვდილს თქვენ არ აპირებდეთ!).
ახლა, გავიდა ცოტა დრო და სრულიად უავტორიტეტოებმა გაიარ-გამოიარეს ხალხში (რაკი არჩევნები მოდის, სმენიათ, რომ ამ დროს ასეა საჭირო) და გაუკვირდათ, რომ ქვეყნის განადგურება თურმე ხალხს მართლაც არ სურს. ოჰო! არ დაახანეს და შეცვალეს “მესაჟი”: ჯანდაბას, გაყიდოს მეღვინემ ღვინო რუსეთშიო და ჯანდაბას, აღარ მოვიკლავთ თავს საამაყოდ ბომბების ქვეშო. ოღონდ, პოზიციის ასეთი ცვლილება რომ პოლიტიკაში ისჯება, ამის მიხვედრას ვერც გვარამიას ვიქტორინობანასა და ბინძურ სცენარისტობაში ნავარჯიშევი ტვინი და ვერც ბობოხიძის ინსტინქტი ვერ ახერხებს.

კიდევ გამოხდა ხანი და გვაცნობეს, ვერ ვერთიანდებითო. პირიქით, ცალ-ცალკე ვართო და კიდევ უფრო მეტადაც ვიშლებითო. და ა.შ.
მე პირადად უკვე აღარ/ვეღარ ვარკვევ, რომელი ნაცი ვის გამოეყო და ვის გაუერთიანდა, ვის ახალი ჰქვია, ვის გირჩი და ვის კიდევ მოედანი. ეს იყო და არის ერთი გარყვნილი და მარცხს მიჩვეული პოლიტიკური ჯგუფი. ორჯერ აუღებს ვიღაცა ინტერვიუს და ის ინტერვიუ ჰგონიათ არჩევნებში გამარჯვება, რადგან თავი ნახეს ტელევიზორში.

საცოდაობაა. როდემდე შეიძლება ასე რინგზე მარტო ყოფნა, აღარ ვიცი.”- წერს თეა წულუკიანი.

Post navigation

Previous: შეგვიძლია აშშ-ს სახდეპის 27 ოქტომბრის ტექსტის “დრაფტიც” წარმოვიდგინოთ – ვულოცავთ ელისაშვილს და ხაზარაძეს, ზურაბიშვილს და ჯაფარიძეს, ლომჯარიას და მარგველაშვილს, ბოკუჩავას და გვარამიას
Next: მწარედ მეცინება ამერიკელების მიერ უკვე მერამდენედ გალახულ-მიჩმორებულ გერმანელ პოლიტიკოსებზე, მორალურად რთული იყო ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებაო – თუ არ გინდოდა, არც გაათავისუფლებდი, სუვერენული ქვეყანა ხარ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.