Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოში დემოკრატია დააბრუნა „ქართულმა ოცნებამ“ და ფესტივალებს რადიკალური ოპოზიცია აწყობს

მარშალ პრესი 03/08/2024
archil talakvadze

ის ფაქტი, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ატარებს „დემოკრატიის ფესტივალს“, აჩვენებს, სად არის დღეს ჩვენი ქვეყანა. საქართველოში დემოკრატია დააბრუნა „ქართულმა ოცნებამ“ და ფესტივალებს აწყობს რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ .„დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომელიც თელავში იმართება.

მისი თქმით, სადაც საჭიროა და სადაც ხალხია რადიკალური ოპოზიცია იმ ფესტივალებს ვერ ესწრება.

„ეს ღონისძიება თავის თავად კითხვის ნიშნებს წარმოშობს, რადგან წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად დაწყებულია. ამ ფონზე, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის ფულით, გრანტით ხდება ოპოზიციის კამპანიური ხასიათის ღონისძიების დაფინანსება, ეს წარმოშობს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ეს არის პირდაპირ საარჩევნო კამპანიისთვის შეწირული ფული. მაგრამ კანონი კრძალავს საზღვარგარეთიდან მიღებული ფულის მონაწილეობას წინასაარჩევნო კამპანიაში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავში დემოკრატიის სახელით ფესტივალს მართავს, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს ეთმობა. ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდებიან, ოპოზიციის პიარით დაკავდნენ.

Post navigation

Previous: როგორც იქნა, გავიგეთ, რას ნიშნავს ზოგიერთისთვის “ევროპული ღირებულება”
Next: წინა ხელისუფლების მსგავსად, უპირობოდ მორჩილ ხელისუფლებას ითხოვენ დონორები, იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ომში არ ერთვება, სანქციებს არ აწესებს და ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.