Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შოვში იმყოფება

მარშალ პრესი 03/08/2024
0505

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შოვში იმყოფება. სტიქიის ზონაში მთავრობის მეთაური პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ჩავიდა. ტრაგედიის წლისთავზე ტაძრის მშენებლობას ეყრება საძირკველი.

ადგილზე მეუფე ვახტანგმა გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მეუფის თქმით, შოვში მომხდარმა ტრაგედიამ ყველას ძალიან დიდი ტკივილი და იარა მიაყენა.

„დღეს აქ ჩვენ შევიკრიბეთ, რათა გარდაცვლილთა სულების პატივსაცემად და საოხად გადავიხადოთ პანაშვიდი. ერთმანეთს შევხვდეთ, გავიხსენოთ ეს დღე.

აშენდება ასურელი მამების სახელობის ტაძარი და ამასთან დაკავშირებით იკურთხება ჯვარი, რომელიც აღიმართება იმ ადგილზე, სადაც ეს ტაძარი დაიდგმება“, – განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

შოვში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან ერთი წელი გავიდა. რაჭაში, შოვში, მჟავე წყლებთან, მთებიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათგან ერთი დაღუპული ჯერ კიდევ ნაპოვნი არ არის. 32-ე, ბოლო ცხედარი მაშველებმა 2023 წლის 10 სექტემბერს, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს.

Post navigation

Previous: ხაზარაძე-ჯაფარიძე მწარედ დამარცხდნენ საქართველოსთან საერთაშორისო დავაში, რომელსაც ისინი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებდნენ
Next: აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სარჩევნო პრინციპებს, თუმცა ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.