Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო – ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე

მარშალ პრესი 02/08/2024
bidzina da eka

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე, ინფქციური საავადმყოფოს ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ქვეყნებენ:

“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ქართველი იმუნოლოგის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო.

დიდია ბატონი თენგიზის წვლილი ქართული მედიცინის განვითარებაში, რაც აღიარებულია არამარტო ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზეც – ის გახლდათ ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი.

გამორჩეულია მისი როლი საქართველოს მიერ COVID-19-ის პანდემიის წარმატებულად მართვაში. ბატონი თენგიზი, კოლეგებთან ერთად, ყოველთვის იდგა ქართული საზოგადოების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და გამონაკლისი არც პანდემიასთან ბრძოლა იყო.

გულწრფელად თანავუგრძნობთ შესანიშნავი პიროვნებისა და პროფესიონალის, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერის, თბილისის საპატიო მოქალაქის – თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალებას მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და ჩვენს საზოგადოებას.”– ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

Post navigation

Previous: აღმაშენებლის ხეივანში, “გუდვილი”-ს მიმდებარედ ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 2 კვირით იზღუდება
Next: 30, 95 თუ კიდევ მეტი მილიონით ჩვენი „დასჯა” მხოლოდ დადებითად უნდა განვიხილოთ… ქვეყანა ვითარდება სწორი პოლიტიკური და ეკონომიკური კურსით და ეს არის ჩვენი გადარჩენის საწინდარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.