Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დაშლილი „ნაცმოძრაობის“ ნაწილებიც ცალ-ცალკე დაიშალა

მარშალ პრესი 02/08/2024
guram macharashvili

გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ პარტია „ევროპული საქართველოს” დატოვებას „ხალხის ძალაში“ ეხმაურებიან. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილებიც განაგრძობენ დაშლას, რაც ამ პარტიის ბუნების ნაწილია.

„ეს არის „ნაცმოძრაობის“ ბუნება. „ნაცმოძრაობა“ არის ფესვები და ხე, დანარჩენები – „ევროპული საქართველო“ იქნება, „ახალი“, ძველი თუ „ლელო“, ეს არის უკვე ამ პარტიის ყლორტები. ბუნება არის ასეთი, რომ იქ ერთიანობას ვერ იტანენ, არ არსებობს ერთმანეთის გატანა. შესაბამისად დაშლილი „ნაცმოძრაობის“ ნაწილებიც ცალ-ცალკე დაიშალა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვეს.

Post navigation

Previous: გვინდა გამოვეხმაუროთ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს, რომლის სკანდალის ექო სერიოზული განსჯისა და ფიქრის საგანია მთელ მსოფლიოში
Next: Responsible Statecraft: შეწყვიტეთ საქართველოსთან, როგორც აშშ-ის და დასავლეთის ქმნილებასთან მოპყრობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.