მძიმე მდგომარეობაში არიან ის ჟურნალისტები, რომლებიც „ნაცების“ კონტროლირებად მედიებში მსახურობენ – ზაალ ანჯაფარიძე

668
წაკითხვა/ნახვა
mpn

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეხმიანება მთავარი პროკურატურის შუალედური გამოძიების შედეგებს, რომელშიც ნათქვამია, რომ TV “პირველი”-ს ეთერში, 2021 წლის 6 მარტს გასული სატელეფონო ჩანაწერი (ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა  ივანიშვილის) არის გაყალბებული და მოდელირებული.

“ის დანატრებული თავისუფლება, რაც მედიამ და სამოქალაქო სექტორმა 2012 წლის შემდეგ მიიღეს, ზოგიერთმა მათგანმა ყველაფრის, მათ შორის უზნეობის და სიბინძურის კეთების თავისუფლებად აღიქვა „ნაცმოძრაობის“ მომსახურე მედია საშუალებები უკვე ვეღარ ინელებენ ამ თავისუფლებას. მათთვის არ თქმულა რომ თავისუფლება პასუხისმგებლობასაც გულისხმობს.

ყველას გვახსოვს ის 2-3 დღიანი (მეტზე ვერ გაქაჩა) აჟიოტაჟი რაც სამწუხაროდ გაყვითლებულ ტვ-„პირველის“ ეთერში, „ნოდარ მელაძის შაბათის“ გადაცემაში ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის კერძო საუბრების უნებართვო და უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებამ გამოიწვია.

მედიის და ჟურნალიზმის სტანდარტების დარღვევებზე რომ არაფერი ვთქვათ, გადაცემა აშკარად ტოვებდა დაკვეთის შესრულების შთაბეჭდილებას. კრიტიკულად განწყობილი აუდიტორია რომ ამ „ფეიქს“ არ დაიჯერებდა, ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ აუდიტორიის რაღაც ნაწილი ალბათ დაეჭვდა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს ფსევდო-სკანდალი თითქმის არავის ახსოვს, ალბათ მაინც საჭიროა საზოგადოებას შევახსენოთ როგორ მუშაობს ფეიქ-ნიუსების ფაბრიკა, არ დავიწყებ დეტალების მოყოლას, პროკურატურის ბრიფინგზე პრაქტიკულად ყველაფერი ითქვა. მათ შორის ის რომ მოსმენები 2011-2012 წწ მიდიოდა, როდესაც ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ნაცმოძრაობა იმყოფებოდა, რომლისთვისაც ფარული მოსმენა მიყურადება ჯერ ერთგვარ სპორტად, შემდეგ კი პათოლოგიურ მოთხოვნად გადაიქცა.

მოკლედ, მძიმე მდგომარეობაში არიან ის ჟურნალისტები, რომლებიც „ნაცების“ კონტროლირებად მედიებში მსახურობენ. ერთი მხრივ გინდა მათზე გაბრაზდე, მაგრამ მეორეს მხრივ გეცოდება, რადგანაც შეუჩერებლად მიექანებიან მორალური უფსკრულისკენ.”- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები
mpn
მოწონება