Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად მუშაობდა პატიმრების გაცვლის შეთანხმებაზე, რომელშიც ალექსეი ნავალნიც უნდა შესულიყო

მარშალ პრესი 02/08/2024
tetri saxli

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად მუშაობდა პატიმრების გაცვლის შეთანხმებაზე, რომელშიც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნიც უნდა შესულიყო. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა“, – აღნიშნა სალივანმა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციამ საჯაროდ დაადასტურა მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან ალექსეი ნავალნის გასათავისუფლებლად.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი არქტიკის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. კრემლი მის სიკვდილთან კავშირს უარყოფს.

რუსეთსა და დასავლურ ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად, გაათავისუფლეს ალექსეი ნავალნის გუნდის რამდენიმე წევრი. კერძოდ, მისი შტაბების ყოფილი უფროსები ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი.

პატიმრების გაცვლას გამოეხმაურა ნავალნის გუნდის წევრი ლეონიდ ვოლკოვი.

„დღეს ჩვენ ვხარობთ პოლიტპატიმრების, პუტინის მძევლების გათავისუფლებას, რომლებმაც გადაიტანეს პუტინის „გულაგი“. თუმცა, ეს არის სიხარული ცრემლებით. „ნავალნის გაცვლა“ საბოლოოდ შედგა, თუმცა ნავალნის გარეშე. ეს ძალიან მტკივნეულია“, – აღნიშნა ვოლკოვმა.

Post navigation

Previous: გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტია “ევროპული საქართველო” დატოვეს (ვიდეო)
Next: ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი სამი დღის მანძილზე კვლავ შენარჩუნდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.