Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როგორც ბიძინა ივანიშვილი, ისე ჩვენი გუნდი ზუსტად იმ სულისკვეთებით ვდგავართ დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების სადარაჯოზე, რა პრინციპებითა და რა ღირებულებებითაც მოვედით 2012 წელს ხელისუფლებაში

მარშალ პრესი 01/08/2024
irakli kircxalia

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია ოპოზიციის მიერ გააქტიურებულ თემას პასუხობს, რომელიც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჰილარი კლინტონისთვის 2012 წელს მიწერილ წერილს შეეხება.

კირცხალია ოპოზიციას მიმართავს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დგას დემოკრატიის, სუვერენიტეტის და ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების გვერდით და არა უცხო ქვეყნიდან ნაკარნახევი აგენტურული ქმედებების სადარაჯოზე და მათ დასაცავად.

როგორც ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, ამ წერილში აჟიოტაჟის ასატეხს ვერაფერს ხედავს.

„გაუგებარია, რატომ მანიპულირებენ ამ წერილით. გავეცანი ამ წერილს, საზოგადოებაც გაეცნო და ჩვენ დღესაც, როგორც 2012-ში ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ისევე, როგორც ჩვენი გუნდი ზუსტად იმ სულისკვეთებით ვდგავართ ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების სადარაჯოზე, რა პრინციპებითა და რა ღირებულებებითაც მოვედით 2012 წელს ხელისუფლებაში და ეს ასე გრძელდება.

ჩვენს ოპოზიციას ვეტყვი, რომ ჩვენ ვდგავართ რეალურად დემოკრატიის, რეალურად სუვერენიტეტის და ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების გვერდით და სადარაჯოზე და არა უცხო ქვეყნის აგენტურის სადარაჯოზე და უცხო ქვეყნიდან ნაკარნახევი აგენტურული ქმედებების სადარაჯოზე და მათ დასაცავად. აქ სამანიპულირო და აჟიოტაჟის ასატეხს აბსოლუტურად ვერაფერს ვხედავ. დიახ, დღესაც ამ აზრზე და ამ პოზიციაზე ვართ ყველანი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Continue Reading

Previous: სოფო ჯაფარიძე დეზერტირების ბაზარში მოვაჭრეებს ჩაეხუტა და ძაღლს მოეფერა
Next: ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენ, ყველამ ერთიანად შევქმენით სამოქალაქო საზოგადოება, ოღონდ არა რადიკალური ენჯეო სექტორი- აბა, გიგაური რომელი სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელიც გამოდის და ოპოზიციურ პარტიებსაც კი ასწრებს პოლიტიკურ დღის წესრიგში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025